ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

საბერძნეთის ქალაქ პირეიში ოფისში აფეთქება მოხდა

საბერძნეთის ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო პოლიციაზე დაყრდნობით ინფორმაციით, ქალაქ პირეიში საოფისე შენობაში აფეთქება მოხდა.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 2:00 საათზე მოხდა.

ავტომანქანა შენობის წინ მოძრაობდა, რის შემდეგაც უცნობი პირი ავტომობილიდან გადმოვიდა და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ, პოლიციამ ტერიტორია დაბლოკა.

აფეთქების შედეგად, შენობას საკმაოდ დიდი მატერიალური ზიანი მიადგა, ასევე დაზიანდა ახლოს მდებარე ავტომობილები. თუმცა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც გამოცემა Proto Thema წერს, შენობაში ადვოკატ გრიგორიოს ტიმაგენისის ოფისი მდებარეობს, რომელიც საზღვაო სამართლის საკითხებს სწავლობს, ასევე არის საბერძნეთის ზღვის სავაჭრო პალატასა და საერთაშორისო სავაჭრო პალატაში არბიტრი.

იტვირთბა....