დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი პოლ მანაფორტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მას ბრალი 18 ეპიზოდზე ჰქონდა წაყენებული.
თუ მოსამართლე ნაფიცი მსაჯულების დასკვნებს გაიზიარებს, პოლ მანაფორტს 80 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დონალდ ტრამპი უკვე გამოეხმაურა განაჩენს და მას სამარცხვინო უწოდა.