თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსის მძღოლებს მოუწოდა, შესაბამისი ლიცენზია დროულად აიღონ.
მისივე თქმით, ქალაქში არსებული ქაოსი, რომელიც მათ შორის ტაქსების მოძრაობას ეხება, უნდა მოწესრიგდეს.
„21 აგვისტოდან იუსტიციის სახლში დაიწყო ნებართვების გაცემა. იქ არის სპეციალურად გამოყოფილი ერთი ადგილი, სადაც მისულ ადამიანებს მოემსახურებიან იუსტიციის სახლის თანამშრომლები. დღეის მდგომარეობით, 500-მდე ნებართვა არის გაცემული და მსურველებს მინდა მივმართო, რომ იაქტიურონ, რადგან 1-ელი ოქტომბრიდან უკვე ლიცენზიის გარეშე ამ სერვისის გაწევა იქნება შეუძლებელი. თუ დაფიქსირდება შემთხვევები, რა თქმა უნდა, იქნება ჯარიმები. ჯარიმა არის 200 ლარი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების მოწესრიგება, რადგან ქალაქში ზოგადად ქაოსია ამ მიმართულებით“, – განაცხადა კალაძემ.