შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ საპროტესტო აქციას მართავენ, მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს შეხვდებოიან.
შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება.
სტუდენტები მინისტრთან ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე აპირებენ საუბარს, რასაც თავად უსამართლობად მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.