რუსთავში, რუსთაველისა და ბათუმის ქუჩების გადაკვეთაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 წლის ბავშვი დაშავდა.
ერთმანეთს ,,ბე-ემ-ვე”-სა და ,,ჰონდას” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
როგორც “მეტყრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს “ჰონდას” მარკის ავტომობილის მძღოლი არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს რის შედეგადაც დაშავდა 4 მგზავრი მათ შორის მოზარდიჩ. მათ სიცოცხლეს საფრტჩე არ ემუქრება.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
დაშავებული ბავშვი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.