ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სექტემბრიდან ჩემს ბარში იწყებდა მუშაობას”: ზუზუ ბეჟაშვილის მეგობარი იხსენებს

მსახიობი ნატა გულიაშვილი, რომელიც ზუზუ ბეჟაშილის მეგობარი იყო, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

“21 აგვისტოს ჩემი დაბადების დღეა და დიდი დაბადების დღის გადახდას ვაპირებდი. ზუსტად რამდენიმე დღის წინ, ვლაპარაკობდით ამაზე და ვგეგმავდით თუ სად ჯობდა დაბადების დღის გადახდა და რა უნდა ეჩუქებინა ზუზუს ჩემთვის. და აი, ზუსტად ეს არის ბედის ირონია, რომ ზუსტად 21 აგვისტოს არის ზუზუს დაკრძალვის დღე. ღმერთო რა ხანმოკლეა ეს ცხოვრებაა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს სიცოცხლეში. ღმერთო, რა წამიერია ეს სიცოცხლე. სულ რამდენიმე დღის წინ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასეთი საშინელება დაგვატყდებოდა თავს. ისეთი კარგი სამომავლო გეგმები გვქონდა. სექტემბრიდან ჩემს ბარში იწყებდა წამყვანად მუშაობას. რამდენიმე დღის წინ, პატარა რეპეტიციაც გავიარეთ. რა დაუნდობელია ეს ცხოვრებააა. ზუზუ, შენ ძალიან ბედნიერი ადამიანი ხარ რადგან, ამდენ ხალხს უყვარდი. ამხელა სითბოს და სიყვარულს გასცემდი ყველას მიმართ. ამხელა სიყვარული მიგაქვს აქედან. როგორ მედგრად მედექი გვერდით, როცა მე მქონდა ძალიან საშინელი დეპრესია (ერთ-ერთი პროექტის გამო) როგორ მამხნევებდი და მეუბნებოდი, რომ არაფერზე არ უნდა მენერვიულა, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა. შენ იყავი ადამიანი რომელიც უანგაროდ გასცემდი ამდენ სიკეთეს და სითბოს. ნათელში იყოს შენი ლამაზი სული ჩემო, ყველაზე თბილო და უსაყვარლესო ზუზიკოო.თან როგორი საოცარი დღეები დაემთხვა შენ გარდაცვალებას. დარწმუნებული ვარ, რომ, შენ ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნები. ცათა სასუფეველი დაემკვიდროს შენს ლამაზ სულს ჩემო ზუზიკო“, – წერს ნატა გულიაშვილი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს.

იტვირთბა....