ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოქკავშირიდან” “ოცნებაში” “ნაციონალების” გავლით: ვინ არის გურიის ახალი გუბერნატორი

გურიას ახალი გუბერნატორი ჰყავს. მერაბ ჭანუყვაძე აღნიშნულ პოსტზე ზურაბ ნასარაიამ შეცვალა.

ნასარაია რკინიგზის პროფკავშირის თავმჯდომარე იყო. შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ პრემიერ ბახტაძეს სწორედ იმ დროიდან იცნობს, როცა ბახტაძე რკინიგზას ხელმძღვანელობდა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ვარდების რევოლუციამდე“ „მოქკავშირის“ წევრი იყო. ასევე საქართველოს პარლამენტის კორუფციასთან ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის  წევრი 2013 წელს კი მან „ქართულ ოცნებას“ 6000 ლარი შესწირა.

როგორ დაამახსოვრა მან თავი ფოთელებს და წერს ნასარაიას მოღვაწეობაზე ერთ-ერთი ადგილობრივიო სააგენტო:

“ფოთის გუბერნატორის პოზიციოაზე, “ოცნების” მიერ ბოლო დღემდე განიხილებოდა მოქკავშირელი და მაჭავარიანის უახლოესი მეგობრის, ზურა ნასარაიას კანდიდატურა, რომელიც, როგორც ფოთელები ამბობენ, იმდენად უსახურია, რომ არავის ახსოვს, რომ ერთ დროს პარლამენტარიც კი იყო. 2012 წლამდე ის სწორედ ნაციონალების პირობებში წარმატებით დასაქმდა საქართველოს რკინიგზაში და როგორც მაჭავარიანმა ურჩია, დღემდე ჩუმად იჯდა, რომ მისი წარსული და ურთიერთობები გადავიწყებოდათ. ეს კანდიდტურები თავის დროზე იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” თანამდებობის პირები, ან მათ კარზე დაახლოებული ბიზნესმენები, მთლიანობაში კი ეს ერთი წრეა, რომელიც უკვე მესამე ხელისუფლების პირობებში უცვლელად აკონტროლებს ფოთს”. – წერს “ფრაიპრესი”.

guriismoambe.com

იტვირთბა....