დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა კომენტარი.
კალაძის თქმით, ასევე იგეგმება ცალკეული ვაგონების შეკეთებაც.
„ვარკეთილის მეტროშიც და სხვა მეტროსადგურებშიც დაიწყება რეაბილიტაცია. ჩვენ გვინდა მთლიანად მოხდეს ამ მიმართულებით სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, დაგეგმილია ვაგონების განახლება”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ გაზაფხულზე ჭერი ჩამოინგრა.