ქარელის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შემთხვევით ნასროლმა ტყვიამ ახალწვეული იმსხვერპლა.
როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, დაღუპულია 23 წლის ახალწვეული, რომელიც უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცეოებს.
მათივე განმარტებით, თანასოფლელი, რომლის ნასროლ ტყვიასაც ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა, პოლიციას თავად ჩაბარდა.
„შემთხვევაში ბრალდებულ კაცს ნაკვეთი ჰქონდა. ბოლო დღეებში ამბობდა, რომ ღამით სავარაუდოდ, გარეული ცხოველი ნაკვეთს უზიანებდა. რომ დაღამდა, სანადირო თოფით ჩაუსაფრდა – იძახდა, უნდა მოვკლაო. ამ დროს ჩამოუვლია მეზობლის ბიჭს, მას ცხოველში აერია და ესროლა. ასეთი ტრაგედია დატრიალდა სოფელში. ეს კაცი პოლიციას თვითონ ჩაბარდა“, – ყვებიან ადგილობრივები.
რგორრც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ითვაისწინებს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.