პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, სადაც შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორები წარადგინა განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ნინო ვიბლიანი გახდება.
ნინო ვიბლიანი ჭუბერის თემის გამგებელი იყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად-გუბერნატორად ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა.