ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შვიდი რეგიონის გუბერნატორის ვინაობა პრემიერმა დღეს დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შვიდი რეგიონის ახალი გუბერნატორი წარადგინა.

სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის თანამდებობაზე ალექსანდრე მოწერელია ინიშნება.

გურიის რეგიონის გუბერნატორი – ზურაბ ნასარაია

სამცხე-ჯავახეთი – ბესიკ ამირანაშვილი

მცხეთა-მთიანეთი – შალვა კერესელიძე

ქვემო ქართლი – შოთა რეხვიაშვილი

შიდა ქართლი – გიორგი ხოჯევანიშვილი

იმერეთი – შავლეგო ტაბატაძე.

საკადრო ცვლილებები გუბერნატორების მოადგილეებს შეეხებათ.

შვიდი რეგიონიდან ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 26 ივლისს გათავისუფლდა, მათ შორის არ ყოფილა გურიის გუბერნატორი. გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, მერაბ ჭანუყვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, თანამდებობებს ინარჩუნებენ – კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

ამასთან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა.

იტვირთბა....