ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“რუხი კარდინალი და შპიონი”: სააკაშვილის ბიძის ინტერვიუ НТВ-ზე (ვიდეო)

“სააკაშვილის საიდუმლო მფარველი” – რუსულმა ტელეკომპანიამ НТВ საკმაოდ ვრცელი გადაცემა მიუძღვნა მიხეილ სააკაშვილსა და მისი ბიძის თემურ ალასანიას ძველ და ახალ ურთიერთობებს. გადაცემას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელში. რუსეთის მოქალაქეები ძირითადად აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ტელეკომპანიამ პუტინისა და რუსეთში გამეფებული კორუფციაზე გაამახვილოს ყურადღება.

გადაცემაში კი საქართველოს მესამე პრეზიდენტის და მისი ბიძის თემურ ალასანიას ურთიერთობებზე კონკრეტულად ისაუბრეს.ტელეკომპანიის ჟურნალისტები პირდაპირ აცხადებენ, რომ ალასანია საკაშვილის მმართველობის “რუხი კარდინალი” იყო. მას გაცემაში მოიხსენიებენ როგორც “ცეერუს” აგენტს. ჟურნალისტები კითხვას სვამენ: როგორ აპირებდა პოროშენკოს ჩამოგდებას და უკრაინაში სიტუაციის აფეთქებას სააკაშვილი ბიძასთან ერთად.

გადაცემის ერთ-ერთი მთავარი გმირი საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძეც იყო, რომელიც სააკაშვილის სამართალში მიცემაზე საუბრობს.

გთავაზობთ ტელეკომპანიამ НТВ-ს გადაცემის სრულ ვერსიას:

https://youtu.be/WoefiUWiAcc

 

იტვირთბა....