ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ჯანდაცვა

დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა: ახალი პროგრამა პენსიონერებისა და შშმ პირებისათვის

პრემიერ–მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საპენსიო ასაკისა და შშმ პირებისთვის შემოდგომიდან მედიკამენტების უზრუნველყოფის პროგრამის ახალ ეტაპზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამა საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
“ჩვენი მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თემა სწორედ მედიკამენტების შეძენაზე გაწეული ხარჯია. 13 აგვისტოდან ამოქმედდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა და ეს ფასდაკლება მთელ მოსახლეობაზე ვრცელდება. უკვე დღეს, დიაბეტით დაავადებულ ჩვენს თანამოქალაქეებს სამკურნალო საშუალებების შეძენა მნიშვნელოვნად შემცირებულ ფასად შუეძლიათ. ამით ქრონიკულად დაავადებული მოსახლეობის სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის გაფართოვების ახალი ეტაპი დაიწყო.
შემოდგომაზე პროგრამის შემდეგი ეტაპი ამოქმედდება, რაც საპენსიო ასაკის მოსახლეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იაფი მედიკამენტებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე ხელმისაწვდომობა ყველაზე ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს შეეხება, ამ შემთხვევაში, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას, შემდეგი პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და სხვა ქრონიკულ დაავადებებს მოიცავს, რომლის მკურნალობა ყველაზე დიდ ტვირთად აწევს მოსახლეობას”, – განაცხადა ბახტაძემ.

იტვირთბა....