ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზურაბიშვილი: “ტვინი გაანძრიეთ იყო ხუმრობა, თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო ბოდიშს ვუხდი”

“ცოტა ხუმრობა შეიძლება. მუდამ სერიოზულები არ უნდა ვიყოთ. იმედია, სერიოზულად არ მიიღეთ. თუ ვინმემ სერიოზულად მიიღო, იმას ბოდიშს ვუხდი”, – ამის შესახე პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“უკვე გიპასუხეთ. გადაახვიეთ და მოუსმინეთ. ჩემი აზრი უკვე ვთქვი და ჟურნალისტებმა ცოტა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა გაპრეზიდენტების შემთხვევაში სასახლეში შესვლის კომენტირებისას.

შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილის განცხადებით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში ის პრეზიდენტის სასახლეში არ შევა.

იტვირთბა....