უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი რთულდება. გაზეთ„კვირის პალიტრის“ ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე წარდგენილია, დეპუტატებს გოჩა ენუქიძესა და ილია წულაიას ეკუთვნით.
ნებართვის მიღების საფუძველი გახდება 300 ათასი დოლარის ინვესტირება, ან უძრავი ქონების ფლობის დამადასტურებელი ფაქტი, რომლის ღირებულება 100 ათას აშშ დოლარს აღემატება. კანონპროექტის ავტორთა აზრით, ეს ხელს შეუწყობს არა იმდენად ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების მასობრივ მიგრირებას.
შეგახსენებთ, დღეს მოქმედი კანონით, პირზე ბინადრობის ნებართვა გაიცემა მის მიერ არანაკლებ 300 ათასი ლარის ინვესტიციის დაბანდების საფუძველზე, ან საქართველოს ტერიტორიაზე უძრავი ქონების საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.