ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: “ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას და ბოლომდე გავიყვან ჩემს კანდიდატურას”

“დღეს ცესკოში ჩემი კანდიდატურა ოფიციალურად წარვადგინე. ეს არ არის საბოლოო რეგისტრაცია”- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ახლა რჩება მხარდამჭერთა ხელმოწერები, ამაზე მუშაობას კი როგორც თვითონ ამბობს, ხვალიდან დაიწყებს.

” მეც ვივლი იმ ადგილებში, სადაც ხალხმრავლობაა და მონაწილეობას მივიღებ ხელმოწერების შეგროვებაში. ეს არის საზოგადოების ჩართულობის პირველი ნიშანი და მე ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ხუთშაბათს ჩემს კამპანიას ოფიციალურად დავიწებ დიდი ჯიხაიშიდან, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმიდან. ვფიქრობ, რომ სწორი იქნება იქიდან დავიწყო ჩემი კამპანია და იქიდან განვაცხადო, თუ რა იქნება ჩემი, როგორც პრეზიდენტის ხედვა. მე ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას და ბოლომდე გავიყვან ჩემს კანდიდატურას,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....