ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუნდაძე – უმჯობესი იქნება „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროცესში საკუთარი კანდიდატით ჩაერთოს

უმჯობესი იქნება „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროცესში საკუთარი კანდიდატით ჩაერთოს. ეს იქნება უფრო ღია და უფრო გასაგები, როგორც ამომრჩევლებისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ხუნდაძის განცხადებით, თუკი „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, მის ქმედებაზე მმართველ გუნდს მოუწევს პასუხის გაცემა.

„თუკი „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს, ვფიქრობ, რომ საპრეზიდენტო სავარძელში დამოუკიდებელი კანდიდატის ქმედებაზე მმართველ გუნდს მოუწევს პასუხის გაცემა. ამის რეალური მაგალითები უკვე არსებობს. ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი, თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს ჩვენი გუნდი და ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე მმართველ გუნდს აკითხავენ პასუხის გასაცემად.

მე ვფიქრობ, რომ ასეთმა დაბნეულობამ შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ შეგვრჩეს ოპოზიციონერი პრეზიდენტი, რომელიც სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” აპირებს დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭიროს მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში. ასეთად კი სალომე ზურაბიშვილს მოიაზრებენ, რომელმაც უკვე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატად დასარეგისრირებლად.

ზურაბიშვილმა არა ერთხელ განაცხადა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. სწორედ ამ კითხვით მიმართავდნენ უმრავლესობის წევრებს ჟურნალისტები – იზიარებდნენ თუ არა ისინი ზურაბიშვილის გამონათქვამს.

იტვირთბა....