ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

ხიდაშელი: “სამარცხვინოა ეს ყველაფერი ხალხისგან, რომლებიც რუს ტურისტებზე აქირავებთ ბინას, ემსახურებით რესტორნებში, სარგებლობთ იანდექსის ტაქსით”

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში კლუბ ბასიანის მიერ რუსეთში არსებულ ფესტივალზე გამგზავრებას ეხმაურება.

“როგორ გეადვილებათ ადამიანების განადგურებამდე, მოსპობამდე ლანძღვა. ეს ალბათ რაღაც ერთიანი, ეროვნული დიაგნოზია! არადა რა ცინიკური და სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ხალხისგან რომელიც რუს ტურატესტებზე აქირავებთ ბინას, ემსახურებით რესტორნებში, გიდებად, ემუსაიფებით რუსულ ენაზე სანაპიროზე ან მთაში, ყიდულობთ რუსულ პროდუქტს, ბენზინს ასხამთ ლუკოილშო, სარგებლობთ იანდექსის ტაქსით, საუბრობთ ბილაინის ფასდაკლების პაკეტები.

კიდევ უფრო უარესი წახვალთ და ხმას მისცემთ რუსულპასპორტიან ვაშაძეს რომელიც ომიდან 3 თვეში რუს კულტურის მინისტრს ევედრებოდა ჩამოვა რა ჩემი ცოლის დასი და იცეკვებს დიდთეატრშიო,
ან კიდევ ქალს რომელსაც ვერ გაურკვევია რატომ გვჭირდება ნატოს სამხედროები, ამერიკული სამხედრო ტექნიკა საქართველოში მაგრამ ზუსტად იცის რომ იმ ქვეყანამ დაბომბა თანამოქალაქეები რომლის პრეზიდენტობასაც აპირებს და რომ არა რს ამბავი ისოც ზუსტად იცის რომ პუტინი ომს არ დაიწყებდა და ავიცილებდით თავიდან.

ზევით რაც დავწერე ზოგი რამ მესმის, ზოგი ფუნდამენტურად არ მესმის და ზოგი ამბის გამო, ალბათ, მეც მიფიქრია გულის კუნჭულში, რომ მოღალატეა აბა რა არის თქო, მაგრამ როდესაც ამ ყველაფრის ან,
ღვინოს ან ვენახს რომ მიყიდი რუსს, როგორი ბიზნესიცაა ზუსტად ისაა სიმღერაც. და იმ ღვინის ბოთლზეც შეგიძლია დააკრა ცნობილი “პუტინ ხ****ო” ეტიკეტი და მაისურზეც დაიწერო ფეატივალზე მიკროფონთან გამოსულმა. ან მეტი ეფექტისთვის ქართულ დროშით და ტანსაცმლით გამოხვიდე და მერე გადაიძრო,, როცა აუდიტორია უკვე შენია და დატოვო “პუტინ ხ****ო” მაისურთან ერთი ერთზე.

P.S.
არავითარი მიზეზი არ მაქვს დავიცვა ბასიანი და არც ვაკეთებ ამას.
უფრო მეტიც, საერთოდ არ ვიცი ვინ მიდის მოსკოვში, ან ეს რეზიდენტი მომღერალი თუ ქლაბერი თუ კიდევ რაღაც რას ნიშნავს, არც ის ვიცი თუ მიდიან რას გეგმავენ. შეგნებულად არ ვკითხულობ ახალ ამბებში. მე მხოლოდ ამ ზღვა შერცხვენა, დანამუსება მუქარანარევ გამანადგურებელ კამპანიაზე ვწერ უცებ რომ ავიტაცებთ ხოლმე”, – წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ ბასიანის რეზიდენტები მოსკოვში გასამართ ფესტივალზე მიემგზავრებოდნენ. თუმცა, საზოგადოების უარყოფითი რეაქციის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალეს და მოსკოვში აღარ წავლენ.

იტვირთბა....