“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პედოფილია მძიმე დანაშაულია, დღეს არსებული კანონით გათვალისწინებული სასჯელი კი – შეუსაბამო.
მისი თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში დანაშაულის შემთხვევებმა მოიმატა.
„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ პედოფილიაზე დაწესდება 30 წელი პატიმრობა, სავალდებულო ქიმიური კასტრაციით. ბავშვის მიმართ ძალადობის განხორციელებაზე, პედოფილებზე, ჩვენი მომავლის მტრებზე უნდა მიწა იწვებოდეს ფეხქვეშ და მე ამას გავაკეთებ,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.