ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს: დღეს, 10 აგვისტოს, ზღვაზე 4-ბალიანი შტორმია, რის გამოც ზღვაში შესვლა აკრძალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ მაშველების რეკომენდაციები“, – ნათქვამია საგანგებო სამსახურის განცხადებაში.

იტვირთბა....