ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლიეტუვაში ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვები ამოქმედდა

ე.წ.ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილი პირების მიმართ შეზღუდვების დაწესების პროცედურა ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტმა უკვე დაასრულა. ინფორმაციას  საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ლიეტუვას შესაბამის სამსახურს ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესების მოთხოვნით ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 აგვისტოს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 21 მარტს პარლამენტმა “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ” რეზოლუცია მიიღო. 26 ივნისს კი, ცნობილი გახდა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანია შეყვანილი – დავით გურწიევი; ალიკ ტაბოევი; რაშიდ კანჯი – ოღლი; სლავიკ ბადია; რაულ კორტავა; ზაურ ჭითანავა; ციბრონა (ეკა) ახალაია; ოთარ ტურნანბა; ალიკა წაბრია; რუსლან ჯოპუა; როზა მირცხულავა; დიმიტრ არშბა; ვლადიმერ გუნია; ალხაზ მირცხულავა; გია ტუჟბა; გენრიხ ჭანბა; ვლადიმერ ანუა; ზაურ ცეცხლაძე, იგივე მიხეილ თარბა; გენადი აშხაცავა; გელა ვანაჩა; ოთარ ფალავანძია; ოლეგ პაპასკირი; აფრიკან ბგანბა; ვახტანგ უბირია; ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი; შურიკ კოკოსკერია; ლევ ბიჩენოვი; გია თუაევი; ფისო ვაზაგოვი; თამაზ ბესტაევი; რამჩიკ ფუხაევი; არკადი ძერანოვი და ზურაბ დუდაევი.

იტვირთბა....