ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ  იმატა აბიტურიენტების მომართვიანობამ ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსებთან დაკავშირებით. მათი თქმით, აბიტურიენტები, რიგი დაწესებულებებიდან იღებენ სხვადასხვა შეთავაზებებს.

“მსგავსი შეთავაზება მეტად სარისკოა, რადგან ასეთ სასწავლებლებს, როგორც წესი, არ აქვთ გავლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი პროცედურა – ავტორიზაცია.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული დამოუკიდებელი იურიდიული პირისთვის, ასევე უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალისთვისაც.

2017 წელს კანონში შესული ცვლილებებით გამკაცრდა და მკაფიოდ განიმარტა თუ რასთან არის დაკავშირებული უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადია ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება.

„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტორიზაციას ექვემდებარება ნებისმიერი საგანმანათლებლო საქმიანობა:
ა) რომელსაც თან ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა;
ბ) რომელიც მთავრდება კვალიფიკაციის მინიჭებით;
გ) რომელიც არის კვალიფიკაციის მიმნიჭებელი საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი;
დ) რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება კვალიფიკაციის მიმნიჭებელ საგანმანათლებლო პროგრამას.”- აცხადებენ ეროვნულ ცენტრში,

იტვირთბა....