ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე: “ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა”

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება, კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა დაცული იყოს უკლებლივ ყველა საზოგადოებრივი სიკეთე.

„ამასთანავე, იუსტიცის სამინისტროსთან არსებულ ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში წარმოდგენილმა სამინისტროებმა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის აქტიური ჩართულობით, შეიმუშაონ და დასამტკიცებლად წარმოადგინონ ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის უზრუნველმყოფი ქმედითი პროგრამები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

იტვირთბა....