ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “საქნახშირის” თანამშრომლებს პატიმრობა შეუფარდა

კომპანია “საქნახშირის” თანამშრომლების სასამართლო პროცესი ჩატარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ  დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს გამოძიება შახტში უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ედავება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრალდებულთა ადვოკატებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შეეძლებათ.

„საქნახშირის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....