ახალი ამბები მთავარი სამართალი

გენერალ ქუთათელაძის მეუღლე: „სწორად წარმოებული გამოძიება ობიექტური შედეგით დამთავრდა”

„სწორად წარმოებული გამოძიება ობიექტური შედეგით დამთავრდა”- ამის შესახებ გენერალ სამსონ ქუთათელაძის მეუღლე აცხადებს.

მეგი სირბილაძე ამბობს, რომ მის მეუღლეს დაკავებულ გიორგი ჭანტურიას გარდა არავისთან ჰქონია კონფლიქტი.

„სწორად წარმოებული გამოძიება ობიექტური შედეგით დამთავრდა. მე და ჩემს ოჯახს გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ შსს-ს და ყველა სამართალდამცველს, ვინც მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებაში. ისედაც ვიცოდით, რომ მკვლელი დაკავებული პიროვნება იყო და ამის საფუძველიც გვქონდა, რადგან მასა და ჩემს მეუღლეს შორის დიდი ხნის მანძილზე არსებობდა ფინანსური უთანხმოება. სწორედ ეს უთანხმოება იყო  მკვლელობის მოტივი. საკმაოდ ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ ჩემს მეუღლეს სხვა პიროვნებებთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია, ის საერთოდ უკონფლიქტო პიროვნება იყო. ამით მე ვპასუხობ დაკავებული პირის ოჯახის განცხადებას, თითქოს ჩემს მეუღლეს არაერთ ადამიანთან ჰქონდა კონფლიქტი“,-აცხადებს მეგი სირბილაძე.

ის სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვს.

შეგახსენებთ, გენერალი და ყოფილი დეპუტატი სამსონ ქუთათელაძე რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზარში, საკუთარ სამუშაო კაბინეტში მოკლეს. მას 6 ტყვია ესროლეს. გიორგი ჭანტურია, რომელიც ამ საქმეზე დააკავეს, რამდენჯერმე გამოკითხეს, მის სახლში, დაახლოებით 7 თვის წინ აწარმოეს ჩხრეკა, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მის სახლში ამდენი თვის მერე იარაღისა და საბრძოლო ვაზნების აღმოჩენა აბსურდულია.

იტვირთბა....