ახალი ამბები მთავარი სამართალი

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“ 3000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“  ჯამში, 3000 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ,  აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს ლ.ჰ.-სა და გ.ჟ.-ს, არადეკლარირებული სიგარეტი, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდათ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი და ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.

იტვირთბა....