ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით არის ცალსახა – რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია”

ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით არის ცალსახა – რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა აგრესია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩვენი პოზიცია ომთან დაკავშირებით არის ცალსახა – რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა აგრესია, საქართველოს ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია და რუსი ჯარისკაცები აქ უკანონოდ იმყოფებიან. მინდა ვუთხრა ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს – თქვენი მამები იცავდნენ სამშობლოს. ისინი გმირები არიან“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ განაცხადა, რომ ომი 2008 წელს საქართველომ დაიწყო.

იტვირთბა....