ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შამბა: “2008 წელს ქართული ჯარი კარგად იყო აღჭურვილი”

„რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ქართული ჯარი 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთზე თავდასხმისთვის კარგად იყო მომზადებული.

„ისინი სერიოზულად მოემზადდნენ. კარგად იყვნენ შეიარაღებულები. ქართული ჯარი კარგად იყო აღჭურვილი. ზოგიერთ საკითხებში მათ რუსულ ჯარზე უკეთესი სიტუაცია ჰქონდათ. მაგალითად, საკომუნიკაციო მიმართულებით, თანამედროვე რადიოკავშირით. ქართველების გათვლა იმაზე იყო, რომ უკეთესი ჯარი ჰყავდათ, ვიდრე 1992 წელს“, – განაცხადა შამბამ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ქართულმა ჯარმა ცხინვალის გარშემო სიმაღლეები დაიკავა, მიუხედავად იმისა, რომ ოსური მხარე ამას საერთაშორისო ინსტანციებში აპროტესტებდა.

„ოსები მუდმივად იმაზე მიუთითებდნენ, რომ ქართველები ცხინვალის გარშემო სიმაღლეებს იკავებენ, რაც ქალაქს ემუქრება. ამ დროს მშვიდობიანი დარეგულირების პროცესი მიმდინარეობდა, საქართველოს ქმედებებზე ადეკვატური პასუხი შეუძლებელი იყო. თუმცა ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ ეს უმიზეზოდ არ ხდებოდა“, – აღნიშნა შამბამ.

იტვირთბა....