მერიის კუთვნილმა 42-მა ავტომობილმა ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა და ისინი მოხმარებიდან იქნება ამოღებული. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერი კახა კალაძე ავრცელებს.
როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, თუ ახალი ავტომობილების საჭიროება იქნება, ისინი ჰიბრიდული და ელექტრომობილებით უნდა ჩანაცვლდეს.
“მიმდინარე წლის პირრველი ივლისიდან სახელმწიფო და მუნიციპალური ავტოსატრანსპორტო საშუალებები სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ექვემდებარება. შესაბამისად, თბილისის მერიამ აღნიშნული პროცესი მყისიერად დაიწყო. ჩემი დავალებით ყველა ავტომობილის შემოწმება განხორციელდა. ამ ეტაპისთვის, მერიის კუთვნილი 42 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მინდა დაგავალოთ, ეს ავტომობილები ამოიღოთ მოხმარებიდან. თუ დამატებითი ავტომობილები გესაჭიროებათ, იზრუნეთ, რომ გვყავდეს ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები. მგონია, რომ ტექდათვალიერება, რომელიც მიმდინარეობს, ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების პრობლემის აღმოფხვრას”, – განაცხადა კახა კალაძემ.