ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სექტემბრიდან სარალიძე აქციებს აანონსებს

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სექტემბრიდან აქციებს აანონსებს. აქციები იმ ახალი გეგმის ნაწილია, რომელიც ზაზა სარალიძემ რამდენიმე დღის წინა დააანონსა, მას შემდეგ რაც მისი, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და ჟურნალისტ ელისო კილაძის სტრასბურგში ვიზიტი ჩაიშალა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

რაც შეეხება გეგმის სხვა დეტალებს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ამ საკითხზე ღიად არ საუბრობს და ამბობს, რომ სუს-ს საქმეს არ გაუმარტივებს.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....