ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავა და ელისო კილაძე მალხაზ მაჩალიკაშვილს დუისში, მაჩალიკაშვილების საცხოვრებელ სახლში,შეხვდნენ. შეხვედრარამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მათ ბრიფინგი გამართეს და სამომავლო გეგმებზე, მოსალოდნელ საფრთხეებსა და სტრასბურგში ჩაშლილ ვიზიტზე ისაუბრეს.
“ჩვენ სტრასბურგში მივდიოდით, თუმცა ტერორისტებად შეგვრაცხეს, რის გამოც უახლოეს პერიოდში გერმანიის ელჩს შევხდებით. საელჩოს შესაბამისი წერილით უკვე მივმართეთ. მივმართავთ იმ ადამიანებს, ვისთანაც შეხვედრები გვქონდა დაგეგმილი, ჩვენ ევროპაში აღარ გაგვიშვებენ და აქ ჩამოვიდნენ, რათა იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მათთის უნდა გაგვეცნო, საქართველოში მოხდეს. ხეობაში ჩამოვედით იმისათვის, რომ პანკისელებს სოლიდარობა გამოვუცხადით, ” – განაცხადა ბრიფინგზე ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევიდ როს მოკლული მოზარდის დათო სარალიძის მამამ ზაზასარალიძემ.