ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გერმანიაში წყვილმა 9 წლის შვილი პედოფილებს ინტერნეტით მიჰყიდა

გერმანიაში წყვილმა 9 წლის შვილი პედოფილებს ინტერნეტით მიჰყიდა – ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამხრეთ გერმანიაში დედას სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი მიმდინარე წლის ივნისიდან მიმდინარეობდა.

ფრაიბურგის სასამართლომ მამინაცვალს 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებული ბერინ ტაჰა და კრისტიან ლაისი გერმანელები არიან და სტაუფენში ცხოვრობდნენ.

ორშაბათს კი სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ესპანელ კაცს, რომელმაც სექსუალურად არაერთხელ იძალადა ბავშვზე.

წყვილი დამნაშავედ ცნეს გაუპატიურების ნაწილშიც, ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში, იძულებითი პროსტიტუციისა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის.

ვიდეოში ასახულია ბავშვზე, რომელიც დაბმულია, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის ეპიზოდი.

ძალადობის მსხვერპლი ამ დროისთვის მინდობით აღზრდაშია.

მასალა მოამზადა liberali.ge-მ

იტვირთბა....