ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვაშაძე: ” შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ რუსეთის ფედერაციას, მაგრამ არასოდეს დავივიწყებთ”

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ რუსეთის ფედერაციას, მაგრამ არასოდეს დავივიწყებთ.

ვაშაძემ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

“2008 წლის სამხედრო-ტერორისტულ აგრესიაში, რუსეთს ყველაფერი ჰქონდა მზად. ცხინვალის რეგიონში უკვე განთავსებული იყო რუსეთის სამხედრო შენაერთები, ოსური ბანდფორმირებები მომზადებული იყვნენ. ის კი არა მშვიდობაინ მოსახლეობაში დაღუპულთა რაოდენობაც კი იყო უკვე განსაზღვრული, რომელიც ვინმე ბასტრიკინმა გაახმოვანა 2008 წელს. მაგრამ ამ ადამიანების გმირობამ და მათი სისხლის ფასად საქართველომ თავისი სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა.

1990 წლიდან, ეს მეექვსე ომი იყო, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთთან, მაგრამ ეს ომი იყო პირველი, როდესაც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული და ტაქტიკური გეგმა, პირდაპირ მიმართული იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებაზე. ჩვენი არმიის და მოსახლეობის, ასევე საქართველოს ხელისუფლების და მოკავშირეების ძალისხმევით ეს გეგმა ჩაიშალა. არასოდეს ჩვენ ამას არ დავივიწყებთ. შეიძლება ოდესმე ვაპატიოთ რუსეთის ფედერაციას, მაგრამ არასდროს არ დავივიწყებთ”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იტვირთბა....