ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კარასინი:”2008 წელს სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და წააგო”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ თბილისმა და მსოფლიოს სხვა დედაქალაქებმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითზე დასკვნა უნდა გააკეთონ, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადი იქნება.

„მაშინ მიხეილ სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა და როგორც ეს ყოველთვის ხდება აზარტული და უპასუხისმგებლო ხელმძღვანელების შემთხვევაში, მან წააგო. სამხრეთ ოსეთზე სისხლიანი აგრესიის შედეგად მან მიიღო ახალი რეალობა – ორი ახალგაზრდა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ 2008 წლის 26 აგვისტოს ვაღიარეთ“, – განაცხადა კარასინმა.

კარასინმა ასევე განაცხადა, რომ ყველა აგრესია დასჯადი იქნება.

„2008 წლის მოვლენებმა ცხადყო, რომ ნებისმიერი აგრესია დასჯადია, ხოლო ნებისმიერი აგრესიული ქმედებების შედეგად სულ საპირისპირო შედეგები დგება“, – დასძინა მან.

იტვირთბა....