თბილისის სააპელაციო სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომლის დეტალები საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. მკითხველი პირველად შეიტყობს პედოფილიის შემზარავ ისტორიას, რომელსაც ათობით დაზარალებული არასრულწლოვანი ჰყავს, მათგან ყველაზე უმცორისი 10 წლის, ყველაზე უფროსი კი 14 წლის არის. საქმის მთავარი ფიგურანტი 43 წლის ლიფტიორია, რომელიც არასრულწლოვან ბავშვებთან სქესობრივ კავშირს ძირითადად ლიფტში ამყარებდა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
არასრულწლოვანთა ინტერესებიდან გამომდინარე ამ საქმის განხილვამ პირველ ინსტანციაში ყოველგვარი ხმაურის გარეშე, კონსპირაციულ ვითარებაში ჩაიარა, დანაშაულის შესახებ ინფორმაცია არ გაუხმაურებიათ არც საგამოძიებო ორგანოებში. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ სკანდალური საქმის დეტალები. ეს მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ პედოფილიის 44 ეპიზოდში ბრალდებულ გ.ვ–ს 8 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდება აღიარა, ის პირველი ინსტანციის განაჩენს ახლა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. საქმეს მოსამართლე მარინა ხოლოაშვილი განიხილავს, რომლის ვერდიქტზეც არის დამოკიდებული შეუმსუბუქდება თუ არა სასჯელის ვადა სერიულ პედოფილიაში მსჯავრდებულ 43 წლის მამაკაცს.
სანამ მეორე ინსტანცია საკუთარ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, მანამდე „პრაიმტაიმი“ გიამბობთ საქმის ძირითადი და ფაქტობრივი გარემოებების შესახებ… ჩვენს მიერ მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ რიგ შემთხვევაში ბრალდებული გ.ვ არასრულწლოვან ბიჭებთან სქესობრივ კავშირს ფარულად იღებდა. სხვადასხვა სახის მტკიცებულებებს შორის სამართალდამცავებმა მისი კუთვნილი ავტომობილიდან ამოიღეს ვიდეო–რეგისტრატორი მასში მოთავსებული მეხსიერების ბარათით, ასევე პრეზერვატივი, ხუთი მობილური ტელეფონი, „ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი, პლანშეტი და ფულადი თანხა. საქმეში მტკიცებულებების სახით დევს ფარული აუდიო–ვიდეო მასალა, ფოტოსურათები და ექსპერტიზის დასკვნებიც, ასევე ათეულობით მოწმის ჩვენება, რომელთა ერთობლიობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და გ.ვ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. რაც შეეხება კონკრეტულ ეპიზოდებს…. გაგაცნობთ, რამდენიმე ფაქტს, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნით, თუ რამდენად მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე. აქვე გეტყვით, რომ კონკრეტული დანაშაულებრივი ეპიზოდები იმდენად შოკისმომგვრელია, რომ ჩვენ ყველა დეტალის გამოქვეყნებისგან თავი შევიკავეთ. სტატიაში დაზარალებულ არასრულწლოვანთა ინიციალებიც შევცვალეთ, რათა გამომგვერიცხა მათი ინდენტიფიცირების მცირედი რისკიც კი.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ გ.ვ მთელი სამი წლის განმავლობაში (2014–2017 წწ) ამყარებდა სხვადასხვა სახის სქესობრივ კავშირს არასრულწლოვან დ.ღ–სთან, რომელიც სულ რაღაც 12 წლის იყო, როდესაც პირველად გახდა პედოფილის მსხვერპლი. გ.ვ–ს აღნიშნული არასრულწლოვანი თბილისის მასშტაბით მდებარე სხვადასხვა კორპუსის ლიფტებში მიჰყავდა და სწორედ იქ ამყარებდა მასთან კავშირს. სავარაუდოდ, ბრალდებული დანაშაულის ადგილებს იმის მიხედვით არჩევდა, სადაც ის თავადვე მუშაობდა ლიფტიორად და დარწმუნებული იყო რომ მომხდარის შესახებ ვერვაინ გაიგებდა, თუმცა არასრულწლოვანი დ.ღ იგივე მიზნით მას თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეც ჰყავდა წაყვანილი. ყველა ჯერზე კი მას სქესობრივი კავშირის დამყარების სანაცვლოდ 30–30 ლარს უხდიდა.
საქმის მასალებით ასევე დგინდება, რომ გ.ვ. 25 ლარს უხდიდა 13 წლის ა.თ–საც ორალური სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ. აღნიშნული არასრუწლოვანი თავად ბრალდებულის საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ოთხჯერ გახდა პედოფილიის მსხვერპლი.
იმავე ადგილას გ.ვ–მ სქესობრივი კავშირი სამჯერ დაამყარა 12 წლის გ.მ–თანაც, რისთვისაც საერთო ჯამში 125 ლარა გადაუხადა.
ასევე საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გ.ვ–მ რამდენჯმერმე დაამაყარა სქესობრივი კავშირი 12 წლის ლ.პ–სთანაც. აღნიშნული არასრულწლოვანის ნდობა მან 2016 წელს სხვადასხვა გზით მოახერხა, სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ კი მას 20–20 ლარს უხდიდა.
ბრალდებულმა 15–20 ლარის სანაცვლოდ სექსობრივ კავშირზე დაითანხმა 13 წლის თ.რ–ც. დანაშაულის ადგილი ამ შემთხვევაშიც გ.ვ–ს საცხოვრებელი კორპუსის ლიფტია.
2013 წლიდან 2015 წლის ჩათვლით გ.ვ–მ ოთხჯერ დაამყარა კავშირი არასრულწლოვან თ.ნ–თან, რომელსაც ის ჯერ კიდევ 2010 წელს დაუხლოვდა. მაშინ აღნიშნული არასრულწლოვანი სულ რაღაც 10 წლის იყო.
გამოძიებით ასევე გამოვლინდა, რომ 2017 მარტში გ.ვ–მ 11 წლის ნ.ს წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ–ერთ აბანოში. არასრულწლოვანი შეიყვანა ამავე აბანოს კონკრეტულ ნომერში და მასთან ორალური სქესობრივი კავშირი დაამაყარა, რის სანაცვლოდაც ბავშვს 40 ლარი გადაუხადა.
როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ პედოფილის ყველაზე პატარა მსხვერპლი 10 წლისაა. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ბრალებულმა ის 2014 წელს რვა წლის ასაკში გაიცნო და ორი წლის შემდეგ ფულადი თანხის დაპირების სანაცვლოდ განახორციელა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ „გარყვნილი ქმედება“. აღნიშნულ არასრულწლოვან გ.გ–თან მიმართებაში მან დანაშაული ოთხჯერ ჩაიდინა, პირველად მსხვერპლს 3 ლარი, მეორედ და მესამედ 5–5 ლარი, მეოთხედ კი ათი ლარი გადაუხადა.
ეს არის მხოლოდ მცირე ჩამონათვალი იმ საქმეების, რომლის მთავარი ფიგურანტი 43 წლის გ.ვ გახლავთ. დაზარალებულ არასრულწლოვანთა სია გაცილებით ვრცელია, ისევე როგორც საქმის მასალები, სადაც დეტალურად არის აღწერილი ყველა ეპიზოდი.
პირველ ინსტანციაში ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი ლალი ბიბილეიშვილი იცავდა, თუმცა მალევე მან ამ საქმეზე უარი თქვა. ფაქტები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ადვოკატმა ბრალდებულის ინტერესების დაცვა აღარ მოისურვა.
ლალი ბიბილეიშვილი, ადვოკატი:
იმ ბრალდებით, რა ბრალდებაც ჰქონდა წარდგენილი აღნიშნულ პიროვნებას, პირველი ინსტანციის მოსამართლემ მაქსიმალური სასჯელი დაუწესა, თავად ბრალდებულმაც აღიარა დანაშაული. ამჟამად მე მის ინტერესებს აღარ ვიცავ. ამბობდა, რომ ეს ყველაფერი იყო ნებაყოფლობითი და ძალადობას, ან რაიმე სახის იძულებას ადგილი არ ჰქონია. პირიქით, თანამშრომლობდა კიდეც გამოძიებასთან. ძალიან მძიმე საქმე იყო, რის გამოც საბოლოოდ მე უარი ვთქვი ბრალდებულის ინტერესების დაცვაზე. როგორც ბრალდების მხარისგან შევიტყვე, მშობლების ნაწილმა ეს ფაქტი დამალა და არ ისურვეს ამ თემაზე არც გამოძიებასთან და არც სასამართლოში საუბარი. აბსოლუტურად გასაგებია მათი პოზიციაც. ბევრმა დაზარალებულად არ ცნო თავი სწორედ ამ მიზეზით.
თავად ბრალდებული როგორ ხასიათდებოდა?
ეს ადამიანი მუშაობდა ლიფტების კომპანიაში. მისი თანამშრომლებისთვის ეს წარმოუდგენელი ამაბავია. ამბობენ, რომ ასეთი მოწესრიგებული და პატიოსანი თანამშრომელი მათ არ ჰყოლიათ. ეს ამბავი ასევე შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის. ვერავინ ვერ იჯერებდა, იმდენად სხვაგვარი პიროვნება იყო, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ მან დანაშაული აღიარა ათეულობით ეპიზოდში.
ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი.