aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ჩიხრაძე: “უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ კონსულტაციები უმრავლესობის წევრებთანაც გაიმართება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ონსულტაციები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესახებ საპარლამენტო ჯგუფებთან, მათ შორის მმართველი უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც გაიმართება, – ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ესმის როგორც საზოგადოებას, პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას, ისე ძალიან ცხადად ესმით პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებს, უმრავლესობას, რომელიც ამასთან დაკავშირებით იქნება საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. არ გამოვრიცხავთ და შეიძლება, მათაც ჰყავდეთ თავიანთი კანდიდატურები და ამ კანდიდატურებზე საერთო მსჯელობის შედეგად უნდა ჩამოვყალიბდეთ საუკეთესოზე”, – განაცხადა ფირია ჩიხრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად  კონსულტაციები გაიმართა.
იტვირთბა....