aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანა ნაცვლიშვილი: “ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისუზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარისგან ნინო გვენეტაძისგან გაცილებით ბევრს ელოდა.

„მეც მეტის მოლოდინი მქონდა მისგან. სამწუხაროა, რომ ეს იმედები არ გამართლდა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სჭირდება მხარდაჭერა საკანონმდებლო ორგანოსი და აღმასრულებელი ხელისუფლების. ნინო გვენეტაძემ ვერ გაამართლა ძალიან ბევრის ნდობა, ეს არის ფაქტი, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ მას არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონდა არც პარლამენტიდან და და არც იუსტიციის სამინისტროდან. შესაბამისად, ეს შედეგები რაც მივიღეთ, არ ვფიქრობ, რომ სამართლიანი იქნება ერთ ადამიანს დაბრალდეს”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნინო გვენეტაძემ რამოდენიმე დღის წინ მან თანამდებობა დატოვა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

იტვირთბა....