ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ვენესუელას პრეზიდენტის გამოსვლისას 3 უპილოტო აპარატი აფეთქდა (ვიდეო)

ვენესუელელმა ჟურნალისტმა საკუთარ ტვიტერზე გამოქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ფეთქდება უპილოტო საფრენი აპარატი იმ დროს, როცა ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ნაციონალური გვარდიის იუბილეზე, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ მოედანზე სიტყვით გამოდიოდა.

მეორე ვიდეოში აღბეჭდილია პრეზიდენტის დაცვის რეაქცია, თუ როგორი რეაგირება მოახდინეს პირადი დაცვის წევრებმა აფეთქების მომენტში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც ინფორმაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრმა ხორხე როდრიგესმა განაცხადა, პრეზიდენტის გამოსვლისას სულ 3 დრონი აფეთქდა. თავად პრეზიდენტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ პროვოკაციის ავტორები ოპოზიცია და კოლუმბიის მთავრობაა. კოლუმბიის შსს-მ უარყო მადუროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია. შს მინისტრის თქმით, კოლუმბიის მთავრობა მომხდართან დაკავშირებით არაფერ შუაშია.

საბოლოოდ, ინციდენტზე პასუხისმგებლობა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ აიღო, რომელიც მადუროს წინააღმდეგ 2014 წლიდან იბრძვის.

 

იტვირთბა....