aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

ხუბუტიას თანაშემწე: “ეს არის თვითმკვლელობა, ასეთია ბოლო ინფორმაცია”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას თანაშემწის იანა ურევას განცხადებით, ბოლო ინფორმაციით, ნიკოლოზ ხუბუტიამ თავი მოიკლა.

როგორც “რუსთავი 2-ს” ურევამ განუცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

“ეს არის თვითმკვლელობა და არა მკვლელობა, ასეთია ბოლო ინფორმაცია, რომელიც მოვიპოვეთ. დეტალები ჯერ არ ხმაურდება. პოლიცია ექსპერტებთან ერთად ადგილზე მუშაობს. უცნობია სად იყო ბოლოს, ვის ეკონტაქტა. მედიაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, მაგრამ აუცილებელია, დაველოდოთ გამოძიებას. ამ წუთებშიც გრძელდება მეზობლებისა და მეგობრების დაკითხვა. ცნობილია, რომ ნიკოლოზი გარდაცვლილი დამლაგებელმა იპოვა. მეზობლებმა ვარაუდობენ, რომ შეთხვევა გუშინ მოხდა. მას პრობლემები არ ქონდა, ის კარგი ადამიანი იყო”, – აცხადებს ურევა.

REN TV-ის ინფორმაციით, ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას ვაჟი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას თავში ცეცხსასროლი იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული.

 

იტვირთბა....