aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“გვენეტაძე პროტესტის ნიშნად გადადგა”: რა კავშირშია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა “ციანიდის” საქმესთან

aviabiletebi
ავიაბილეთები

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის გადადგომა სწორედ ამ საქმეს უკავშირდება.

როგორც რამიშვილი “მეტრონომთან” ამბობს, უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიიდან ორი მოსამართლე იყო წინააღმდეგი, რომ ეს საქმე წარმოებაში მიეღოთ, ხოლო ნინო გვენეტაძე კი მათ არ ეთანხმებოდა. რამიშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ ამის გამო, პროტესტის ნიშნად, გვენეტაძემ გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

“ჩემი დასაბუთებული ვარაუდით, ნინო გვენეტაძის გადადგომა, თუ გავითვალისწინებთ მის ნათქვამს, რომ ძალიან ცუდ გარემოში უწევდა მუშაობა, მიმაჩნია, რომ ეს იყო უკვე საბოლოო გადაწყვეტილება ციანიდთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ როგორც ვატყობ, სამი მოსამართლისგან 2 დაეთანხმა, რომ არ მიეღო წარმოებაში საქმე და მგონი ნინო იყო ამის წინააღმდეგი და პროტესტის ნიშნად, მე მიმაჩნია, რომ მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და გადადგა. ესაა ჩემი დასაბუთებული ვარაუდი ყველა გარემოების გათვალისწინებით”- განუცხადა რამიშვილმა “მეტრონომს”.

მისი თქმით, ახლა “ციანიდის” საქმე განსახილველად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაინაცვლებს.

“ახლა ჩვეულებრივად სტრასბურგში წავა საქმე. დაველოდებით მის გადაწყვეტილებას და შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და მძიმე შავი ფურცელი ჩვენი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, როგორც სამწუხაროდ, არაობიექტური, არასამართლიანი, არადამოუკიდებელი მოსამართლეების მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი და ყველა ეს ქმედება მამა გიორგის უქმნის სტატუსს, როგორც უკანონო პატიმარს, გარკვეული პირების პირად პატიმარს. ეს არის შორენა, იაკობი და მთელი ის პირები, რომლებმაც მიზანმიმართულად გააკეთეს ეს ყველაფერი.

ამ ყველაფერს ნინო გვენეტაძემ პროტესტის ნიშნად, წერტილი დაუსვა და დაგვანახა ყველას, რომ მართლმსაჯულება საქართველოში არ არსებობს”- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა “მეტრონომთან”.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე რამდენიმე დღის წინ თანამდებებობიდან გადადგა. მან გადადგომის ოფიციალურ მიზეზად ჯამრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

გვენეტაძის გადადგომას წინ უძღოდა უზენაესი სასამართლოს უარი ე.წ. ციანიდის საქმის განხილვის შესახებ.

იტვირთბა....