ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი: პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისია სრული ბლეფი აღმოჩნდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას იკვლევს, “სრული ბლეფი” აღმოჩნდა.

“ის კომისია რომელიც შეიქმნა პარლამენტში ამ საკითხის გამოკვლევაზე აღმოჩნდა სრული ბლეფი, სამწუხაროდ. მე ვნახე ბოლოს დაიბარეს თეა წულუკიანი და საერთოდ პრაქტიკულად კითხვა არ დაუსვეს, რაც იყო დაცინვა საზოგადოების და იმ ხალხის ვინც დაზარალდა. თქვენ იცით, რომ უშუალოდ თეა წულუკიანის მითითებით ხდებოდა გაყალბება ამ საქმის, უშუალოდ პროკურატურაში და რა თქმა უნდა,  ყველაფერი შესულია ჩიხში. ამიტომ, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევა ამაში არის აუცილებელი” – აცხადებს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინსიტრი თეა წულუკიანი კომისიის წევრებმა მხოლოდ 5 წუთით გამოკითხეს.

იტვირთბა....