ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმის ეპარქიის მრევლი მშვიდობინ აქციას გამართავს

ხვალ, 16:00 საათზე საკონსტიტუსიო სასამართლოს წინ მშვიდობიანი აქცია ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით გაიმართება.

გავრცელებული ინფორმაციით რომელიც ეპარქიის სოციალურ გვერდზე განთავსდა, ჩატარდება ჯანმრთელობის პარაკლისი და ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს ზომები 30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას უკავშირდება.

“30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ჩვენს შვილებს გზა გაუხსნა ჯოჯოხეთისკენ. ეს გადაწყვეტილება ორმაგად გამანადგურებელია ქართველი ერისთვის, რადგან დაბოლილი და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანები ვერ შეძლებენ ქვეყნის მართვას, პედაგოგობას, ექიმობას და ასე შემდეგ. ასევე “დაბოლილი” ადამიანები ვერ შეძლებენ მამობას და დედობას, რაც განაპირობებს ერის დეგრადაციას და განადგურებას! ჩვენ ვერ შევძელით ჩვენი შვილების არიდება კანაფის მოხმარებისგან მაშინ, როცა კანონი იყო მკაცრი და მითუმეტეს, დღეს, რაოდენ უძლური ვიქნებით ავარიდოთ ჩვენი შვილები ამ საწამლავს! ამიტომ გვმართებს ერთობა, რომ შევძლოთ ჩვენი მომავლის გადარჩენა”, – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....