პორტუგალიაში ძლიერი სიცხის შედეგად გაჩენილ ტყის ხანძრებს ვერ აქრობენ. ალგარვეს რეგიონის ტყეში ცეცხლის ლიკვიდაციაში 740-ზე მეტი მეხანძრე და 10 თვითმფრინავია ჩართული. ხანძარი რეგიონის სამხრეთ ნაწილში მონჩიკეს რაიონში მძვინვარებს, რომელიც ტურისტებს შორის პოპულარობით სარგებლობს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ 10 საცხოვრებელი სახლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა.
შეგახსენებთ, შარშან პორტუგალიის ტყეში ხანძრებს 114 ადამიანი ემსხვერპლა. ჰაერის ტემპერატურა ესპანეთსა და პორტუგალიაში 45 გრადუსს ცელსიუსს აღწევს.