aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

შოთაძე: “ხორავას ტრაგედია გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენეს”

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე პირადად და მთელი საქართველოს პროკურატურაც ყოველთვის დაზარალებულების გვერდში იდგა და დღესაც ასეა. ორი შვილი მეზრდება და არანაირი თანამდებობა არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ. ჩემი გადადგომით უპირველესი გზავნილი საზოგადოებისადმი იყო ის, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურას ხელი არავისთვის დაუფარებია, – ამის შესახებ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

შოთაძის განცხადებით, გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ის სამიზნედ აირჩიეს.

“იმ სიბინძურეს, რაც იმ პერიოდში ჩვენი, პროკურორების მიმართ იყო, შევაფასებდი როგორც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ოჯახების ტრაგედია გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის და ერთ-ერთ სამიზნედ ამირჩიეს მეც,“ – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

იტვირთბა....