aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

გახარია: “ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაული უფრო რთულად გამოსაძიებელია, ვიდრე სრულწლოვნების”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ერთი დასკვნა, რომელიც იმ 30 დღის განმავლობაში გავაკეთეთ, გახლავთ ის, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მაგალითად და მოგმართავთ სულ მალე თხოვნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ეს შეზღუდვა 40 დღეზე უნდა შეიცვალოს, – ამის შესახებ შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას განცხადებით, ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული ხშირაად უფრო მძიმედ გამოსაძიებელია, ვიდრე სრულწლოვნების.

“ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული უფრო რთული გამოსაძიებელია, ვიდრე – სრულწლოვანების და ეს შეზღუდვა, რეალურად, რა ობიექტური არგუმენტებით არის გაკეთებული, არ ვიცით. ალბათ, ესეც გასაკეთებელია და ასეთი დასკვნები გავაკეთეთ ბევრი. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც არ ჩატარდა კალანდიას სახლში ჩხრეკა, არ ჩატარდა რაღაც გარკვეული სატელეფონო საუბრების ამოღება – რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია შევაფასოთ ხარვეზად და თქვენ ამის ობიექტური საშუალება გაქვთ. და ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ რატომ აკეთებთ ამას?!,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საგამოძიებო სხდომაზე გიორგი გახარიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს გამოკითხავენ.

იტვირთბა....