ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის წარდგენილ კანდიდატს, ეს იქნება მძიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება”

პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა საკითხებში კახა კოჟორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ განაცხადა, რომ თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანდიდატს, ეს იქნება მათი პოლიტიკური მძიმე გადაწყვეტილება.

კახა კოჟორიძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, პრეზიდენტი დაასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რისი კონსტიტუციური უფლებაც გააჩნია.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა, წინასწარ ეს არ ვიცით, თუმცა პრეზიდენტს დღეს საქართველოს კონსტიტუციით აქვს უფლებამოსილება და ის ვალდებულიც არის, რომ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. შესაბამისად, პრეზიდენტი ამას გააკეთებს.

პრეზიდენტი დაიწყებს ისეთ პროცესს, რომელიც იქნება უპრეცედენტო, მაღალი ჩართულობის, სადაც ყველა ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა თავისი პოზიცისიის დაფიქსირების, რომელიც ამ თემაზე მუშაობს. იმედია ღირსეული კანდიდატი დასახელდება. თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს, ეს იქნება მათი პოლიტიკური მძიმე გადაწყვეტილება“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

იტვირთბა....