როგორც გამოცემა The Guardian წერს, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი 10 წლის განმავლობაში რუსეთის დედაქალაქში შეერთებული შტატების საელჩოში მუშაობდა. ირკვევა, რომ აგენტი ქალია, რომელიც აშშ-ს საიდუმლო სამსახურში მუშაობდა.
წყაროს ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია შტატებში კარგა ხნის წინ იცოდნენ და გამოძიება არ დაწყებულა, აგენტი ქალბატონი აშშ-ს საელჩოდან მას შემდეგ დაითხოვეს, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს კონგრესის სანქციების საპასუხოდ, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების შემცირება მოითხოვა.
ოფიციალურმა აშშ-მ უარყო The Guardian-ში გამოქვეყნებული ინფორმაცია. როგორც წყარო იუწყება, აშშ მალავს აღნიშნულ ინფორმაციას.