ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გვენეტაძემ დეკანოზ მამალაძეს გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი და გაიქცა”

“რუსთავი2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

როგორც, გვარამიამ აღნიშნა ნინო გვენეტაძემ თავი მოიჭრა და ქვეყნის ისტორიაში სამარცხვინო სასამართლო სისტემა შექმნა.

“ნინო გვენეტაძე გადადგა. ჯერ თავი მოიჭრა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო სასამართლო სისტემის შექმნაში დიდი წვლილი შეიტანა, მის პირად სეიფში შენახულ მოსამართლის საგამოცდო ტესტებს “გააჟონინა”, მერე ამით თავი აშანტაჟებინა, პოლიტიკური პატიმრები დააგროვა, რუსთავი 2ის საქმეზე სამარცხვინო გადაწყვეტილებით სამუდამოდ “დაიმშვენა” საკუთარი ბიოგრაფია, ბოლოს დეკანოზ მამალაძეს გამოუტანა პოლიტიკური განაჩენი და გაიქცა.
იმედი მაქვს, არავინ შეუშვებს აუდიტორიაში სტუდენტების მოსაწამლად, და თუ მაინც შეუშვეს, ერთი გამბედავი და ნათელი სტუდენტი მაინც შეხვდება, რომელიც პომიდორებს ან კვერცხებს დაუშენს” – წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

იტვირთბა....