ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მარცხი”, რომელიც გვენეტაძემ განიცადა – ხუხაშვილი “მეტრონომთან” სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომაზე საუბრობს

პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძის გადადგომასთან დაკავშირებით “მეტრონომთან” განცხადება გააკეთა.

როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, გვენეტაძის მმართველობის პერიოდი იყო სრული კრახი.

“როცა გვენეტაძე თავიდან ინიშნებოდა, მქონდა გარკვეული იმედები, რომ რაიმე რეფორმა ჩატარდებოდა. ფაქტია რომ მან სრული მარცხი განიცადა და სამწუხაროდ სასამართლო სისტემაში დღეს გვაქვს ძალიან მძიმე ვითრება. შესაბამისად დიდად არ ვდარდობ და  არ ვიკვლევ იმის მიზეზს, თუ რატომ წავიდა გვენეტაძე. ფაქტია, რომ ის იყო აფსოლუტურად წარუმატებელი ადამიანი. მე პირადად მას გზას დავულოცავ და თუ მართლა ჯანმრთელობის პრობლემები აქვს – ჯანმრთელობას ვუსურვებ” – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.

იტვირთბა....