ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი სოზაშვილს 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ბიზნესმენ გიორგი სოზაშვილის 4 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება სასამართლომ, რამდენიმე წუთის წინ გამოიტანა. ბიზნესმენი სამართალდამცველებმა გუშინ ვაკე-საბურთალოს პოლიციის ავტოსადგომზე დააკავეს, სადაც ის საკუთარი ავტომობილიდან პირადი ნივთების ამოსაღებად მივიდა.

სწორედ ამ დროს სოზაშვილის ავტომობილში სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებდნენ, სოზაშვილის ადგილზე მისვლას კი სამართალდამცველებსა და ბიზნსემენს შორის დაპირისპრიება მოჰყვა.

გამოძიება სოზაშვილს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

უცნობია გაასაჩივრებს თუ არა ბიზნესმენის უფლებადამცველი საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

იტვირთბა....